|
2024-04-30 14:32:21, 404 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ქართველი ხალხი საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას არასდროს დაუშვებს
ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას. ქართველი ხალხი ამბობს - „კი ევროკავშირს, კი საქართველოს განვითარებას, კი საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში, კი ჩვენს მეგობრებს ამერიკის და ევროპის სახით",- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არის მცდელობა, რომ საქართველო ევროპულ გზას ააცდინონ. „ყველანი ერთად დავდგებით, ბოლომდე იმისთვის, რომ საქართველო წავიდეს წინ, განვითარდეს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ძალა ერთობაშია, წინ ევროკავშირისკენ, წინ განვითარებისკენ, წინ ძლიერი საქართველოსკენ და წინ დიდებისკენ, რომელიც აუცილებლად ექნება ქართველ ხალხს",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)