04:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 12:06:35, 367 ნახვა

საზოგადოება
„სელფი“ Tbilisi Design Festival-ის მხარდამჭერია

"სელფი", ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ მომხმარებელზე მეტს ემსახურება, თბილისში დიზაინის პირველი საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi Design Festival 2024 მხარდამჭერია. ერთდღიანი ფესტივალი, AD Black Sea-ს ფარგლებში, 1-ელ მაისს თბილისში ტარდება და სრულიად ეძღვნება დიზაინის ინდუსტრიას.

ფესტივალზე იმართება პანელური დისკუსიები, ვორქშოპები, სიტყვით გამოსვლები, რომელსაც უძღვებიან  ინდუსტრიის წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ეწვევა ორი გრემის მფლობელი, ავსტრალიელი გრაფიკოს დიზაინერი, სტეფან ზაგმაისტერი, რომელიც აუდიტორიას ესაუბრება საკუთარ გამოცდილებასა და ინდუსტრიის ტენდენციებზე.

2015 წლიდან დღემდე, AD Black Sea ფესტივალს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის და რეგიონის კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაში და პოპულარიზაციაში. საგანმანათლებლო პლატფორმასთან ერთად, ფესტივალზე ყოველწლიურად იმართება სარეკლამო ინდუსტრიის კონკურსი. 

"სელფისა" და AD Black Sea-ს თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. "სელფი", როგორც ინოვაციაზე და ტექნოლოგიური მიღწევების გავრცელებაზე ორიენტირებული ბრენდი, გვერდში უდგება ადგილობრივ წამოწყებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ქვეყანაში ნოვატორული მიდგომებისა და ახალი ინდუსტრიული ტრენდების დანერგვას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics