|
2024-04-30 10:17:03, 470 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო - ივანიშვილმა ნიღაბი მოიხსნა და ის „ქართული ოცნება“ კი არა, კრემლის ოცნებაა
უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო "ქართული ოცნების" მიერ გამართულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, "დღეს ივანიშვილმა ნიღაბი მოიხსნა. მას აღარ აქვს პრეტენზია, თავი მოაჩვენოს "ქართულ ოცნებად", ის კრემლის ოცნებაა, რომ საქართველო იყოს ბელარუსია“. გონჩარენკო ასევე წერს, რომ „დაგვიანებულია, მაგრამ მხოლოდ ქართველ საზოგადოებას და სანქციებს შეუძლიათ ამ ყველაფრის შეჩერება". „მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შეუძლია ამის შეჩერება. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები მას და მის გარემოცვას. გვიანია, მაგრამ მაინც“, - წერს რადას დეპუტატი. შეგახსენებთ, 29 აპრილს "ქართული ოცნების" ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართა. იქ მისულ ხალხს სიტყვით მიმართეს პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)