04:42 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 19:10:46, 403 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა გაუმყარებელია - ამას მოწმობს სააკაშვილის წერილიც

ევროპარლამენტის რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი და ამას მოწმობს სტრასბურგისადმი თავად სააკაშვილის წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციის ის პუნქტი, სადაც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი, სულ მცირე, ტენდენციურია.

„მსჯავრდებულ სააკაშვილის ადვოკატმა 18 აპრილს მისწერა სტრასბურგის სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოეთხოვათ სარჩელი. ამ წერილში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ეს არის თავად მათი წინადადება. ხოლო 25 აპრილს გამოსულ რეზოლუციის ტექსტში ნახსენები და მოთხოვნილია, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს ჰუმანიტარული მიზნით და გადაყვანილი იყოს უცხო სახელმწიფოში სამკურნალოდ. სრულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე, რადგან 18 აპრილს ჯერ კიდე სააკაშვილი ითხოვს სარჩელის ამორიცხვას, ასევე აღნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, ხოლო ევროპარლამენტის რეზოლუციაში კი მოთხოვნილია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. 

ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რეზოლუციის, მინიმუმ, ეს პუნქტი არის საკმაოდ ტენდენციური და ევროპარლამენტის წევრებსაც არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია. მეტიც, მათზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, როგორც ჩანს, ინფორმაციამ, რომელსაც ავრცელებს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. საზოგადოებამ ნახა, რომ მსჯავრდებულის დედა და ასევე მისი ერთი მხარდამჭერი იმყოფებოდნენ ევროპარლამენტში. თავად რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი და ამას მოწმობს თავად სააკაშვილის წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics