|
2024-04-29 13:17:23, 473 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - განხილვა არ აინტერესებთ - ყველა დეპუტატი, ვინც კითხვა დასვა, დარბაზიდან გამოაძევეს
"რუსულ ოცნებას" არანაირი განხილვა არ აინტერესებს. ყველა დეპუტატი, ვინც კითხვა დასვა და შევიდა მუხლობრივ განხილვაში, გამოაძევეს დარბაზიდან, რადგან არ აქვთ პასუხები,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან დეპუტატების გამოძევებასთან დაკავშირებით განაცხადა. წითლიძის თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს "აქვთ დავალება რუსეთისგან და აპირებენ ამ დავალების ბოლომდე შესრულებას". "არანაირი განხილვა არ აინტერესებს "რუსულ ოცნებას“, არანაირი მიზანი "რუსულ ოცნებას“ არ აქვს იმისი, რომ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. ნახეთ თქვენ მანამდე დეპუტატები, რომლებიც გამოაგდეს და ახლა გამომაგდეს მეც, ოღონდ არ ვიცი, რის გამო, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარეს კონკრეტულ კითხვაზე. არ არის ამათი მიზანი, რომ მუხლობრივ განხილვაში შევიდნენ, რადგან მათ აქვთ კითხვებზე პასუხი, დემაგოგობენ მხოლოდ და ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ კითხვა დასვას შინაარსობრივი, ყველა გამოაძევეს. საბოლოოდ, ალბათ, დარჩებიან მარტო. ასრულებენ რუსულ დავალებას და იციან, რომ რუსეთის ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი",- ამბობს წითლიძე. შეგახსენებთ, დღეს, 29 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატები - გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თამარ ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი და ანა წითლიძე გააძევა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)