|
2024-04-29 11:48:01, 486 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - დადგა დრო, ამ ქვეყნის შვილები დავდგეთ ერთად, შევიგრძნოთ ეს „უდიდებულესი წამი“ და ვთქვათ - ძალა ერთობაშია
დადგა დრო, ამ ქვეყნის შვილები დავდგეთ ერთად, შევიგრძნოთ ეს "უდიდებულესი წამი" და ვთქვათ - ძალა ერთობაშია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის განცხადებით, ხალხი ღირსეული და ბრძენია, სიმართლე კი - უძლეველი. "არის დრო ერთად დგომის და შემართების, შენი არჩევანის დაცვის, შენი განვლილი ცხოვრების და ბრძოლის შეფასების, შენი ხვალინდელი დღის რწმენის გამოხატვის, შენთვის ძვირფასის და სანუკვარის შენარჩუნების, სიყვარულის და თანადგომის გამოხატვის მათ მიმართ, ვისთანაც გაერთიანებს ერთი სიტყვა - სამშობლო. არც ისე ხშირად, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში რამდენჯერმე, დამდგარა დრო ერის ერთობის აუცილებლობის და ყოველ ასეთ დროს საქართველომ დაამტკიცა, რომ მას აქვს ღირსება; რომ ხიდი წარსულსა და მომავალს შორის არ ჩამტყდარა; რომ ქვეყნის გული კვლავაც მედგრად ძგერს. ჩვენი ხალხი ღირსეული და ბრძენია, მოთმინებით და ჭკუით შეჰყურებს ათას "კეთილმოსურნეს" და ელოდება თავის დროს, რადგან იცის რომ სიმართლე უძლეველია. დადგა დრო, ამ ქვეყნის შვილები დავდგეთ ერთად, შევიგრძნოთ ეს "უდიდებულესი წამი" და ვთქვათ - ძალა ერთობაშია. შევხვდებით დღეს, რუსთაველის გამზირზე, ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გასაყვანად, კიდევ ერთხელ საქართველოს დასაცავად. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" - წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. შეგახსენებთ, დღეს, 29 აპრილს "ქართული ოცნების" ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" იმართება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)