|
2024-04-24 11:45:45, 448 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი აუსტრევიჩუსის განცხადებაზე - ვნახეთ თავდასხმა ქართულ პოლიციაზე - კარგი იქნება, თუ ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებებს მოვისმენთ
გუშინ, ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან ჩვენ ვნახეთ თავდასხმა ქართულ პოლიციაზე, ვგულისხმობ ბატონ პეტრას აუსტრევიჩუსს - კარგი იქნება, თუ ლიეტუვის საელჩოსგან შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, პოლიციაზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმაა. "აუსტრევიჩუსი გარდა იმისა, რომ ევროპარლამენტის წევრია, ის არის ლიიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წევრი და წარმომადგენელი ევროპარლამენტში. ეს არის თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ყველას შევახსენებ, რომ თავდასხმა პოლიციაზე ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ვინაიდან ის არის ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, კარგი იქნება, თუ შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ ლიეტუვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე",- ამბობს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 23 აპრილს ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის დასანქცირება მოითხოვა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)