06:37 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 15:24:41, 485 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ თუ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღება მოხდება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება.

როგორც ევროდეპუტატმა სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან და პარტია "ახალის" ერთ-ერთ ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის გაწვევა უნდა მოხდეს.

"თუ ამ კანონს მიიღებენ, არ დიწყებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირში შესვლაზე. ასეთი ტიპის კანონის მიღებით თქვენ ევვროკავშირში ვერ შეხვალთ. და მე ვფიქრობ, რომ მაშინ კანდიდატის სტატუსი გამოწვეული უნდა იყოს",- ამბობს კრამონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics