|
2024-04-22 16:20:03, 410 ნახვა
პოლიტიკა
სტანო - EU-ის დირექტივის პროექტი ქართულისგან ძალიან განსხვავებულია და ის უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციებს სამიზნეში არ იღებს
„ფაქტ-მეტრის“ გაგზავნილ კითხვას თუ „რით განსხვავდება ევროკავშირში დირექტივის პროექტი და „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტისგან, მათი მოქმედების არეალისა თუ მთლიანად მიდგომის გათვალისწინებით“, ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო პასუხობს. როგორც სტანო აღნიშნავს, ევროკავშირის დირექტივის პროექტი ქართულისგან ძალიან განსხვავებულია და ის უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციებს სამიზნეში არ იღებს. „ევროპული კომისიის დირექტივის პროექტი „მესამე სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“ ძალიან განსხვავდება ქართული კანონისგან. ჩვენ მიერ წარმოდგენილი დირექტივა უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად დაინიცირდა. ის ექსკლუზიურად ფოკუსირდება იმ სუბიექტებზე, რომლებიც მესამე ქვეყნის ინტერესების წარმოდგენის აქტივობებს ახორციელებენ (როგორებიც არიან ლობისტები) და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიდგომის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად, რათა ევროკავშირში საერთო გამჭვირვალობის სტანდარტები უზრუნველყოს. დირექტივა სუბიექტებს უცხოური დაფინანსების მიღების გამო სამიზნეში არ იღებს და ის კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე დამიზნებული არ არის. გარდა ამისა, დირექტივა ძლიერ გარანტიებს შეიცავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზომები იყოს პროპორციული, არ მოხდეს რომელიმე აქტორის დისკრიმინაცია ან სტიგმატიზაცია და არანაირად არ შეზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური უფლებების განხორციელება, როგორებიცაა: გამოხატვის ან გაერთიანების თავისუფლება. პროექტი ასევე მოიცავს დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტების მკაფიოდ განსაზღვრულ საზედამხედველო პრეროგატივებს და ეფექტური სასამართლო განხილვის უფლებას“, - განაცხადა პიტერ სტანომ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)