13:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 17:45:45, 455 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილმა 4 ოპოზიციონერ დეპუტატს იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 4 ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. 

ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, გიორგი ვაშაძე, ლევან ხაბეიშვილი, პაატა მანჯგალაძე და ხატია დეკანოიძე გააძევა.

აღნიშნულის შემდეგ დეპუტატებმა - ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics