13:57 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 12:46:07, 428 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციას - შავი ფული თუ ვამხილე, ამის არასდროს შემრცხვება - ამ ქვეყანაში ძალიან ამაყად ვიცხოვრებ

ძალიან ამაყად ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, დიდი ხანი ვაპირებ ამას,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციის წარმომადგენლის რეპლიკას - " შენც ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრო".

როგორც მდინარაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, "შავი ფულის მხილების გამო" არასდროს შერცხვება. 

"ძალიან ამაყად ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, დიდი ხანი ვაპირებ ამას და მართალი ვიქნები ყველას წინაშე. შავი ფული თუ ვამხილე, ამის არასდროს შემრცხვება. თქვენ იცავთ ახლა შავ ფულს",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლები ამ წუთებში განიხლავენ. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics