|
2024-04-12 23:05:07, 452 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გაიმარჯვეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგეწონებათ - რასაც დაგავალებენ, გამოდიხართ და თუთიყუშებივით ყვირით
რატომ არის კანონი რუსული, ხომ შეიძლება ამის ახსნა, ერთი არგუმენტის მოყვანა, იმასაც ამბობენ, არგუმენტებში არ უნდა შევიდეთო, რაც სრული სიგიჟეა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, ვისაც აღნიშნული კანონპროექტი არ მოსწონთ, შეუძლიათ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეცვალონ. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, მისი მომავალი, რათა ვერავინ გაბედოს, საქართველოს მიუთითოს, თუ რა კანონი და გადაწყვეტილებები მიიღოს ქვეყნის შიგნით. ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, მაგრამ ეს ყველაფერი აცდენილია მეგობრობას და პარტნიორობასაც. მაგას სხვა სახელი ჰქვია და არ ვიკადრებ თქმას, რაც. რამის თავი თუ გაქვთ, ხომ მოდის არჩევნები? გაიმარჯვეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგეწონებათ, მაგრამ იცით, რომ არჩევნებში თქვენი გამარჯვების შესაძლებლობა ნულს ქვემოთაა, რადგან რადიკალები ხართ, ამ ქვეყნისა და ხალხის მოძულე ხართ. საერთოდ არ გაინტერესებთ სამშობლო და ქვეყნის ინტერესი. რასაც დაგავალებენ, გამოდიხართ და თუთიყუშებივით ყვირით. რომელმა ნორმალურმა, გონიერმა ადამიანმა შეიძლება იკადროს ის, რაც თქვენ იკადრეთ მაშინ, როდესაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ამბობდით, ამ სიტყვების მოსმენას გვერჩივნა, ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. აღარ მინდა, გავაგრძელო“, - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)