|
2024-04-12 17:36:50, 376 ნახვა
პოლიტიკა
წიწავა - შოლცს არ უხსენებია სიტყვა „აგენტი“, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ პრესკონფერენციას გამოეხმაურა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ბრიფინგს „პოლიტიკურად ანგაჟირებული", „ნაციონალური მოძრაობის" „მეხოტბე" ზაალ ანდრონიკაშვილი თარგმნიდა, რომელმაც „თარგმანიც კი გააყალბა, რადგან გერმანიის კანცლერს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი". „საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაფიო, არგუმენტირებული და ღირსეული პასუხები. ბატონი შოლცისგან გავიგეთ, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტი არანაირი ე.წ რუსული არაა და ისიც კარგად გავიგეთ, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირშიც მუშაობენ. ისე ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული, „ნაცმოძრაობის" მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი. ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი", მაგრამ „ნაცმოძრაობის" მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა“, - წერს გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)