|
2024-04-12 16:57:51, 382 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი ოლაფ შოლცის განცხადებაზე - აბა, რუსული კანონიო?! შოლცმა, იმედია, არც ევროკავშირში დაინიცირებულ კანონს მივიღებთ და არც საქართველო მიიღებს იგივე კანონსო
აბა, რუსული კანონიო?! შოლცმა, იმედია, არც ევროკავშირში დაინიცირებულ კანონს მივიღებთ და არც საქართველო მიიღებს იგივე კანონსო. ანუ, კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ პრემიერის პასუხი გერმანიის კანცლერისადმი, ღირსეული იყო. „ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ ევროპაშიც დაინიცირებულია და საქართველოშიც. განსხვავება ერთია, იქ განიხილავენ და ჩვენ, თურმე, ულაპარაკოდ, უარგუმენტოდ და დისკუსიის გარეშე უნდა გავიწვიოთ. ვერ მოგართვით, ასე არ ხდება. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ის, რაც შეუძლიათ ევროპელებს, შეგვიძლია ჩვენც! ღირსეული პასუხი გასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა!“, - წერს იონათამიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)