|
2024-04-12 15:44:05, 441 ნახვა
პოლიტიკა
შოლცი - კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების კანონს - იმედი გვაქვს, რომ მას საქართველო არ მიიღებს
ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, ე.წ. კანონს აგენტების შესახებ - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც შოლცმა აღნიშნა, გერმანია იმედოვნებდა, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეჩერების შემდეგ, დღის წესრიგში აღარ დადგებოდა. "ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, ე.წ. კანონს აგენტების შესახებ. მას შემდეგ, რაც ეს კანონპროექტი შეჩერდა, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ დადგებოდა კიდევ ერთხელ დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ, ჩვენ საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოაგოდების მიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“,- განაცხადა შოლცმა, როგორც ამას მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება. ამასთან, ჟურნალისტის კითხვას - "რატომ არიან შეშფოთებულები ევროპელი პარტნიორები, თუკი იგივე, ან მსგავსი ფორმის რეგულაციები მოქმედებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში?" - გერმანიის კანცლერმა ასე უპასუხა: "ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა". შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიას გუშინ, 11 აპრილს ესტუმრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)