|
2024-04-12 12:47:18, 358 ნახვა
საზოგადოება
კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო
„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6 ში, მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან დედაქალაქში ბევრი ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა საჭიროებს განახლებას. „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად გამრეკელის N6-ში მიმდინარეობს ერთ-ერთი ავარიული სახლის დემონტაჟი. ეს იყო ოთხსართულიანი სახლი, რომელსაც მეოთხე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული. აქ 19 ოჯახი ცხოვრობდა, მივიღეთ ყველას თანხმობა და ამის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ამ ოთხსართულიანის ნაცვლად აშენდება 8-სართულიანი, თანამედროვე ქართული არქიტექტურის ნაგებობა. აქ მცხოვრებ ადამიანებს გადაეცემათ მოწესრიგებული, გარემონტებული ფართები, სადაც გააგრძელებენ ცხოვრებას. იქამდე, ვიდრე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ეს ოჯახები მუნიციპალიტეტს ქირით ჰყავს გაყვანილი და ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს დედაქალაქის მერია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ახალი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტი შედგენილია შპს „Georgian Houses"-ის მიერ, ხოლო მშენებლობას ახორციელებს შპს „ბკ ქონსთრაქშენი“. ობიექტის მიწოდების ვადაა 36 თვე, სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 6 475 669 ლარს, ხოლო სამშენებლო ფართობია 4809.9 კვ.მ. აღნიშნული პროქტით, 19 ოჯახი დაკმაყოფილდება. ნატურით ანგარიშსწორებაში მონაწილეობს 22 ბინა და 1 კომერციული ფართი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)