|
2024-04-12 12:22:37, 341 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტების გაერთიანება - მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 39%-ით გაიზარდა
2024 წლის მარტში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მარტში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 127,569 მგზავრმა ისარგებლა. (2023 წლის მარტი 91,802 მგზავრი). „მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. მარტში აეროპორტში რეისები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23 %-ით გაიზარდა და 374 რეისს მოემსახურა. ( 2023 წლის მარტი - 304 რეისი). 2024 წლის სამი თვის ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთკანადი 57%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 42 %-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება“, - აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)