14:51 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 09:36:07, 413 ნახვა

პოლიტიკა
საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები შეარჩია

პარლამენტის თავმჯდომარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკოს წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული იყო ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე.

ცესკოს თავმჯდომარეობის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი საკონკურსო კომისიას გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრობის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებები კი ლუხუმ ბურჯალიაინმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს.

კომისიის წევრებმა გამართულ სხდომაზე, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილ ყველა კანდიდატს მოუსმინეს, მათ კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარადგინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics