|
2024-04-10 17:21:36, 459 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - რა არის რუსული კანონპროექტში მითხარით და გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არცერთ ინიციატივას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპონენტებს მოუწოდა, დაასახელონ აღნიშნულ კანონპროექტში რა არის რუსული, თუმცა " ერთი კვირაა, ერთი პუნქტიც ვერ დაასახელეს". “რა არის რუსული, რომელი პუნქტი ჩვენს კანონპროექტში მითხარით და კანონპროექტის გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არცერთ ინიციატივას. მეტი როგორ და რა გზით მოგიწოდოთ. ერთი კვირაა ერთი პუნქტი ვერ დაასახელეს… რა კარგად გაუგიათ ამათ ჩემი განცხადება",- წერს მდინარაძე "ფეისბუქის" გვერდზე. ცნობისთვის, მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას თქვა, რომ "თუკი, ვინმე კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც არის ანალოგი რუსულის და სხვაგან, ევროპულში, ამერიკულში მსგავსი ჩანაწერი არ არის, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ხვალვე წავიღოთ ეს პროექტი უკან". მდინარაძის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი და თქვა, რომ "მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დაფიქსირდა - ისინი მზად არიან, კანონპროექტი უკან გაიწვიონ - გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხი უკან არ დაიხევს".
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)