|
2024-04-10 14:59:02, 430 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - რატომ გვიკრძალავენ იმას, რაც დაინიცირებულია ევროკავშირში?!
რატომ ამბობენ ევროპელები საქართველოში უარს იმაზე, რატომ გვიკრძალავენ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან კონკრეტული წარმომადგენლები თუ ოფიციალური სტრუქტურები იმას, რაც ინიცირებულია ევროკავშირში, რაც მიღებულია ქვედა პალატის მიერ საფრანგეთში?- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, "ევროპიდან წამოსული კრიტიკის მიზეზია ის, რომ დონორებს არ სურთ გამჟღავნდეს, რომ ისინი სასარგებლო საქმეებთან ერთად აფინანსებდნენ ექსტრემიზმს, ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციურ ტრენინგებს და ა.შ". "მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: ამაზე ძალიან მუშაობენ ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იძულებული გახდებიან, გამოაშკარავდეს, წარსულში, ახლა თუ მომავალში, რატომ აფინანსებდნენ კარგ საქმეებთან ერთად, ამავდროულად ექსტრემიზმს, პოლარიზაციას, "კანვასის" რევოლუციურ ტრენინგებს, ლგბტ პროპაგანდას, ისეთ გემებს, რომელიც მიდიოდა მაგალითად, ISFED-ის მიერ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბებამდე და ამის გამოაშკარავება არავის აწყობს და ჩართულია საერთაშორისო ლობისტური ქსელი ამაში. სხვას ვერაფერს დავაბრალებთ იმას, რომ ჩვენ გვიკრძალავენ, რასაც თავად, თავიანთ ქვეყნებში და ზოგადად, ევროკავშირში იღებენ. მეტი პასუხი ამაზე არ არსებობს. სხვა პასუხი თუ არსებობს, თქვენ გვითხარით. არსებობს რაღაც, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, საფრანგეთში ქვედა პალატის მიერ მიღებულია, დაინიცირებულია ევროკავშირში - ოღონდ უფრო მკაცრი",- განაცხადა მდინარაძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)