|
2024-04-10 14:04:02, 429 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი აქ ნეიტრალური ვერ იქნება!
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, "რუსული კანონის" შედეგები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში უკვე მეორედ ინიცირებულ "რუსულ კანონს" ქვეყნისთვის გამოწვევა უწოდა და აღნიშნა, რომ კანონის მიღება გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე - "ევროკავშირის ღირებულებების დამცველი სამოქალაქო სექტორის განადგურება კი, სწორედ რუსეთის მიზანს წარმოადგენს". "როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი აქ ნეიტრალური ვერ იქნება!”- განაცხადა პრეზიდენტმა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასაც შეეხო. ევროკავშირის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა. დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესი და ის ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)