|
2024-04-09 21:35:10, 403 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ის მაინც აუხსენით ხალხს რას მალავთ, რისი გამჟღავნება არ გინდათ, რა არის ისეთი პროგრამა რაც საფრთხეს შეუქმნის თქვენს დაცემულ ავტორიტეტს
პოლიტიკური ოპოზიციის გარვეული ნაწილი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების ჯგუფთან ერთად, აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში უარი თქვეს გამჭვირვალეობის კანონზე და ხალხს მიტინგზე უხმობენ, რათა დაუპირისპირდნენ საქართველოში იგივე სტანდარტის დანერგვას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს. ვოლსკი იხსენებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, დუბრავკა შუიცას ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც შუიცა უცხოური ჩარევის შეზღუდვის შესახებ საუბრობს და აცხადებს: “ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება დაფინანსდეს მესამე მხარის ან მესამე ქვეყნების მიერ და გვინდა ვიცოდეთ ვინ, სად და რა მოცულობით აფინანსებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს”. “პოლიტიკური ოპოზიციის გარვეული ნაწილი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების ჯგუფთან ერთად, აი ახლა, ამ წუთებში აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში უარი თქვეს გამჭვირვალეობის კანონზე და ხალხს მიტინგზე უხმობენ, რათა დაუპირისპირდნენ საქართველოში იგივე სტანდარტის დანერგვას! ის მაინც აუხსენით ხალხს რას მალავთ, რისი გამჟღავნება არ გინდათ, რა არის ისეთი პროგრამა რაც საფრთხეს შეუქმნის თქვენს ისედაც დაცემულ ავტორიტეტს, რატომ არ გსურთ დეკლარაციების გასაჯაროვება. თანაც, სწორედ დღეს გამოაცხადა სტრასბურგის სასამართლომ ქართული მხარის, დღევანდელი ხელისუფლების, მორიგი გამარჯვება განგრძობითი ოკუპაციის საკითხზე!”, - წერს გიორგი ვოლსკი.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)