|
2024-04-09 19:24:16, 428 ნახვა
პოლიტიკა
საპროტესტო აქცია რომელიც რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობით დაიწყო პარლამენტთან მიმდინარეობს - live
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! -გამჭირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მსვლელობა პარლამენტთან დასრულდა. საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", “ჩვენ ვირჩევთ ევროპას", "საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!", "ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!“. „თავისუფლების მარშს“ შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები. პროტესტის მონაწილეებს აქციაზე მიტანილი აქვთ ყვავილები. „ყვავილები მოვიტანეთ, რათა თავისუფლების მარშის მონაწილეებს დავურიგოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ პოზიტიური, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. ვატარებთ მარშს, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე დადეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. უნდა გავაგებინოთ ყველას, რომ ბრძოლა არ არის დასრულებული. თავისუფლებისთვის ბრძოლა არის რთული, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საქართველოში მიღებული კანონპროექტები უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთესად, ჰქონდეთ უკეთესი შემოსავალი, ჯანდაცვა, უკეთესი სამუშაო ადგილები. „ხელისუფლებას წარმოდგენილი აქვს კანონპროექტი, რომელიც ერთი ერთში აისახება, როგორც პუტინის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)