|
2024-04-07 11:50:17, 381 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ქურასბედიანი - დეზინფორმაციის ტალღა, რომლის სამიზნეც ჩვენი საზოგადოებაა, მეტყველებს, რომ გამჭვირვალობა კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ საფრთხეა
დეზინფორმაციის ის ტალღა, რომლის სამიზნეც ახლა ჩვენი საზოგადოებაა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამჭვირვალობა კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ, უბრალოდ, საფრთხეა - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი სალომე ქურასბედიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ამ დრომდე, ვერ წაიკითხა და მოისმინა კონკრეტული არგუმენტი, რატომ არის კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ერთადერთ მოთხოვნას - დეკლარაციის შევსებას ითვალისწინებს, რუსული. მისივე თქმით, ანალოგიური კანონი მოქმედებს - აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში, ამჟამად ინიციირებულია - ევროკავშირში, საფრანგეთსა და სლოვაკეთში. „მე, ამ დრომდე, მიუხედავად დიდი სურვილისა და ინტერესისა, მართლა, ვერც წავიკითხე, ვერც მოვისმინე კონკრეტული არგუმენტი თუ რატომ არის კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ერთადერთ მოთხოვნას, დეკლარაციის შევსებას ითვალისწინებს, რუსული? „რუსულია და მორჩა", „პარტნიორები გვეუბნებიან"- ამაზე „წონადი" არ ჟღერდება, ჯერჯერობით, არაფერი. არადა, გაუგებარია, ის, რაზეც გვიმტკიცებენ, რომ „ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას'', „გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს" და, ფაქტობრივად, „გამოქვაბულში გვაბრუნებს'', როგორ არის იმდენად აბსტრაქტული, რომ კონკრეტული არგუმენტის/ციტატის მოყვანა, რომელიც დაადასტურებდა მის ამ უკიდურეს მავნებლობას, შეუძლებელია. ანალოგიური (უფრო მკაცრიც) კანონი მოქმედებს - აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში. ამჟამად ინიციირებულია - ევროკავშირში, საფრანგეთსა და სლოვაკეთში. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების სია გაფართოვდება. კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ითქვას: კანონპროექტი არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს - არც სტუდენტს, არც ფერმერს, არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, როგორც ამას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, განზრახ, არასწორად ავრცელებენ! კანონპროექტი ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ NGO სექტორსა და მედია საშუალებებზე და ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენას, ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. ცხადია, დეზინფორმაციის ის ტალღა, რომლის სამიზნეც ახლა ჩვენი საზოგადოებაა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამჭვირვალობა კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ, უბრალოდ, საფრთხეა!!!“ - წერს სალომე ქურასბედიანი „ფეისბუქზე".
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)