|
2024-04-05 18:37:50, 462 ნახვა
პოლიტიკა
სახდეპი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე - ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი
ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს პარლამენტში გასული წლის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე დაფუძნებული კანონპროექტის წარდგენით, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. „კანონპროექტი წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომელთა მუშაობას სარგებელი მოაქვს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოცილების რისკს ქმნის. ჩვენ ეს შეშფოთებები ნათლად გამოვხატეთ საქართველოს მთავრობასთან“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)