18:57 - 22 Jul, 2026
|
2024-04-04 21:18:30, 528 ნახვა
პოლიტიკა
ბურიჩი - საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა წარდგენით შეშფოთებული ვარ
შარშან, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მივესალმე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაშია ნათქვამი. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეშფოთებულია გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში ხელახლა წარდგენით. „შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა წარდგენით. შარშან, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მე მივესალმე ამ საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევას. მე დღეს გავიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა რჩება საკვანძოდ“, - ნათქვამია მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)