|
2024-04-04 14:55:50, 361 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მონური დამოკიდებულება უნდა მოვიშოროთ - დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი
მონური დამოკიდებულება უნდა მოვიშოროთ. ევროპელები, ზოგადად დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი, ეს უნდა შევიგნოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მდინარაძე „ღია საზოგადოების ფონდში” არასამთავრობოების შეკრებაზე ნინო ლომჯარიას სატელეფონო საუბრის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ „საინტერესოა, ლომჯარიამ თავად დაასახელოს, ვის ესაუბრებოდა“. მისივე განცხადებით, „რადგან ლომჯარია კომენტარს არ აკეთებს, ე.ი. ინფორმაცია რეალურია და რადგან ინფორმაცია რეალურია, ისიც რეალურია, რომ მათ მხოლოდ გარედან დავალებების მიღების იმედი და რაღაცნაირად დალაგების იმედი აქვთ, რომ ამან აღაშფოთოს ქართული საზოგადოება". „ეროვნული თავმოყვარეობა უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ შევიგნოთ, რომ ყველაფერი, რაც დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული, როგორც ესენი ამბობენ, რუსული კი არ არის, არის ქართული თავმოყვარეობიდან გამომდინარე და როდესაც მათ რამე გაუჭირდებათ და ეგრევე გარეთ რეკავენ, ეს არის მონური, საბჭოთა სტილის დამოკიდებულება“,- თქვა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)