|
2024-03-31 18:35:50, 706 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - პრეზიდენტი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალიან მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა. „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი აღარ ემსახურება ქართველ ხალხს, აღარ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ჩართულია დესტრუქციულ, პროვოკაციულ, იაფფასიან კამპანიაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის განცხადებით, ყველაზე ოპტიმისტ ოპოზიციონერსაც კი აღარ ეპარება ეჭვი, რომ ისინი არჩევნებში მარცხდებიან, რის გამოც ხავსს ეკიდებიან. „ჩანს, რომ ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, ეჭვი აღარ ეპარება არავის, ყველაზე ოპტიმისტ ოპოზიციონერსაც კი, რომ ისინი მარცხდებიან. მორიგ დიდ სამარცხვინო მარცხს მიიღებენ 26 ოქტომბერს. ამიტომ ხავსს ეკიდებიან. ახლა მოიფიქრეს, მოდი, დამატებითი უბნები დავამატოთ საზღვარგარეთ. არაფერი არ უშველით მათ, რამდენი უბანიც უნდა დაამატონ, ამას გაწყვეტს ხელისუფლება. მაგრამ, დიასპორის წარმომადგენელს თუ ვინმეს უნდა არჩევნებში მონაწილეობა, ეს შეუძლიათ. საელჩოებში შესაბამისი უბნებია გახსნილი და ყველას შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ან ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მონაწილეობა. ვინმეს ვუშლით, თუ ეკრძალებათ მათ მონაწილეობის მიღება?“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)