|
2024-03-28 16:57:28, 775 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია - ქართველი მოსამართლე ლამის დაასანქცირეს და აშშ არ გაუშვეს - აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მხარს უჭერს და ეჭვი არ შეაქვს მისი გადაწყვეტილების სამართლიანობაში
ეს არის ე.წ. ვეტინგი. ქართველი მოსამართლე „გააშავეს“, ლამის იყო დაასანქცირეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გაუშვეს ამ გადაწყვეტილების გამო. აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მას მხარს უჭერს და აბსოლუტურად არ შეაქვს ეჭვი მისი გადაწყვეტილების სისწორეში და სამართლიანობაში. ეს არის კეთილსინდისიერებაზე შემოწმება. ხოლო, გვარამიას კიდევ ერთხელ უთხრეს რომ გაძარცვავ ბანკს, შენს ტელევიზიას თუ შენს ოჯახს, დამნაშავე დამნაშავეა,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. ცნობისთვის, პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)