|
2024-03-27 14:42:09, 814 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 2024 წლის 26 მარტი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, როგორც შვილიშვილებისთვის მოსაყოლი დიდებული ამბავი
გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ - ძალა ერთობაშია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძემ სრულიად საქართველოს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიულოცა ფინალში გამარჯვება და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გასვლა. „საოცარი დღეა. ძალიან დიდი ემოციები აქვს. გუშინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საბერძნეთის ნაკრებთან. ამ დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში მოვიპოვეთ გამარჯვება, რომელმაც გადაუჭარბებლად რომ ითქვას, მთელი ქვეყანა გააერთიანა. საქართველო უკვე ევროპის ჩემპიონატზეა. 2024 წლის 26 მარტის დაძაბული, სიხარულის ცრემლის მომგვრელი თამაში კი ოდესმე შვილიშვილებისთვის მოსაყოლ დიდებულ ამბად დარჩება თითოეული ჩვენგანისთვის. გუშინ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს თარიღი ოქროს ასოებით შევა ჩვენს უახლეს ისტორიაში. ეს არის დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე ათეული წელი ელოდებოდა. ჩვენ ძალიან ბევრი თვალცრემლიანი დღე და ღამე გაგვითენებია, მაგრამ ეს ცრემლები დაკავშირებული იყო ხშირ შემთხვევაში მარცხთან და ნიჰილზმთან, გუშინდელი ცრემლები კი გამარჯვების, სიამაყისა და უდიდესი სიხარულის იყო. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულით გაუხარდა. ეს არ არის მარტო ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვება, ეს არის ქვეყნის გამარჯვება. ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობისთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი... გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ - ძალა ერთობაშია. ნაკრებმა და გულშემატკივარმა ერთად აჩვენეს გუნდურობა, ერთობა და ამ ერთიანობის ბრწყინვალე შედეგი. საქართველო ერთობით იმარჯვებდა და მომავალშიც ერთობით, ერთიანი სულისკვეთებით, ძალთა გამთლიანებით, ურთიერთსიყვარულით და ერთმანეთის გვერდში დგომით გავიმარჯვებთ. გუშინ ბრწყინვალე შედეგი დავდეთ და მინდა, ზუსტად ამ სიხარულისთვის, სამაგალითო წარმატებისთვის, მუხტისთვის, რომელმაც წუხელ გულშემატკივრებს მთელი თბილისი შემოატარა, სრულიად უცნობი ადამიანები დაამეგობრა, მთელი ქვეყანა იმედით, სიყვარულით და სიამაყით აანთო; მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს - საქართველოს ნაკრების თითოეულ წევრს. ასეთი გამარჯვებები იმაზე უფრო დიდ გამოძახილს ჰპოვებს, ვიდრე უბრალოდ გამარჯვების სიხარულია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კალაძის შეფასებით, ქართველი ფეხბურთელები სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას იმსახურებენ. „როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს, რასაც მთელი გულით მივესალმები. დიახ, ჩვენმა საამაყო ბიჭებმა გუშინ შეძლეს და დაიცვეს საქართველოს ღირსება და სახელი. ისინი იმსახურებენ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს, რომელთან ერთადაც, გუშინვე გავიზიარე გამარჯვების სიხარული. ფეხბურთმა წუხელ ყველა გაგვაერთიანა და ეს იყო ძალიან ძლიერი ემოცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)