|
2024-03-22 17:26:43, 933 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - საქართველომ უნდა დააჩქაროს მუშაობა, რათა შემდეგ ეტაპზე გადავიდეს
გუშინ და დღეს მორიგი ევროპული საბჭოს სხდომა გვქონდა, ძალიან დატვირთული განრიგით, განხილულ თემებს შორის იყო გაფართოებაც, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, საქართველომ უნდა დააჩქაროს მუშაობა, რათა შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. "გუშინ და დღეს გვქონდა მორიგი ევროპული საბჭოს სხდომა. იყო ძალიან დატვირთული განრიგი და განხილულ თემებს შორის იყო გაფართოებაც. ჩვენ ევროკავშირში სერიოზულად განვიხილავთ ამ საკითხს და გვინდა, რომ მოვიწვიოთ ახალი წევრები. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, რომ დააჩქარონ რეფორმები. კარგი ამბებია უკრაინისა და მოლდოვისთვის, არაჩვეულებრივი ამბავია ბოსნიისთვის, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადადის და ამიტომ, საქართველომ უნდა დააჩქაროს მუშაობა, რომ ასევე გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. დრო მიდის და პროგრესი საჭიროა. არსებობს მკაფიო გეგმა - 9 ნაბიჯი. ახლა ერთად უნდა დავსხდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დრო არ დაიკარგოს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)