11:04 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-21 21:07:38, 701 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საზავო შეთანხმება განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საზავო შეთანხმება განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ეგვიპტეში ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს ომში, სულ მცირე, ექვსი კვირის განმავლობაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის უზრუნველყოფას და ისრაელიდან გატაცებული ყველა მძევლის გათავისუფლებას.

"შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე ისრაელისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფით", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics