|
2024-03-21 12:11:16, 689 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა აკადემიამ“ ELECTUDE-ის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
„თეგეტა აკადემიამ“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო/სახელმწიფო კოლეჯებისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიება საავტომობილო სიმულაციური ციფრული სასწავლო პლატფორმა ELECTUDE-ის გაცნობას დაეთმო, რომელიც სწავლების სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს ქმნის. „თეგეტა აკადემიაში“ გამართული საინფორმაციო ხასიათის ღია კარის დღე მიზნად ისახავდა პროფესიული მასწავლებლებისთვის, კერძო და საჯარო კოლეჯებისა და, ზოგადად, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ELECTUDE-ის შესაძლებლობების გაცნობას. დაინტერესებულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, გაეგო, რას წარმოადგენს, რა მიზნით გამოიყენება, რა თეორიულ-ტექნიკურ ცოდნას იძლევა ციფრული სასწავლო პლატფორმა და რა შრომას გაუადვილებს ის პროფესიულ მასწავლებლებს, ლექტორებსა თუ სტუდენტებს. ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „თეგეტა აკადემია“ ჰოლანდიური კომპანიის ELECTUDE-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. პლატფორმაზე მუშაობა „თეგეტა აკადემიამ“ 2021 წელს დაიწყო. სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი სირთულე იყო ენის ბარიერი, უცხოენოვანი ლიტერატურა. ეს პრობლემა მოვხსენით - მასალები ითარგმნა და პლატფორმაზე წარმოდგენილია 600-ზე მეტი მოდული, რაც საშუალებას იძლევა, რამდენიმე სრულყოფილი სასწავლო კურსი მთლიანად ქართულ ენაზე შეიქმნას. „ელექტუდის“ მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის მნიშვნელოვნად ამარტივებს ავტოინდუსტრიის სფეროში ხანგრძლივ სასწავლო პროცესს. „ელექტუდის“ მონაწილეს პლატფორმა ტექსტური სახით აწვდის ინფორმაციას ამა თუ იმ აგრეგატის მუშაობის შესახებ, შემდეგ კი მას იქვე აქვს საშუალება, სხვადასხვა სიმულაციას მიმართოს და თვალსაჩინოდ აღიქვას მასალა. პლატფორმის უპირატესობაა ისიც, რომ ინფორმაცია ერთ სივრცეშია თავმოყრილი, არ გიწევს მისი სხვადასხვა ვებგვერდზე შეგროვება, ლიტერატურის ძებნა. მეორე მხრივ, მასწავლებლებსა და ტრენერებს „ელექტუდი“ სტუდენტის მიერ კონკრეტულ მოდულზე დახარჯული დროის მონიტორინგის, პროგრესის შეფასების, ტესტების ელექტრონულად გასწორების საშუალებას აძლევს. ეს ამარტივებს სასწავლო პროცესს, ამცირებს სწავლის ხანგრძლივობას და როგორც მასწავლებლებისთვის, ისე ტრენინგის მონაწილეებისთვის გაცილებით სასიამოვნოს ხდის სასწავლო პროცესს. ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია უფრო ფართო მასშტაბებზე გავიდეთ და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შევთავაზოთ ეს პლატფორმა“. ELECTUDE სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით დაინერგა და 3000-ზე მეტ მოდულს აერთიანებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით. მოდულები თემატიკისა და სირთულის მიხედვითაა დაყოფილი. პლატფორმა ავტომობილების აგებულებისა და მუშაობის პრინციპების შესწავლის საშუალებას მაღალი დონის ინტერაქციისა და სიმულაციების გზით იძლევა. „ელექტუდი“ შესაძლებელს ხდის, რომ სასწავლო მოდულები სტუდენტებისა და პროფესიული კოლეჯის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს, გამოცდილებასა და სასწავლო მიზნებს მოერგოს. სტუდენტის ქვიზებისა და ტესტების შედეგები თუ მის მიერ მოდულზე დახარჯული დროის ხანგრძლივობა პლატფორმაზე ავტომატურად ინახება. „ელექტუდი“ ლექტორებსა და მასწავლებლებსაც უმარტივებს საქმიანობას - მათ აღარ უხდებათ ქვიზებისა თუ ტესტების ფურცელზე გასწორება, რაც დროის დაზოგვისა და შეფასების პროცესის გამარტივების შესაძლებლობას ქმნის. „ელექტუდის“ ყველა სასწავლო მოდული ვიზუალურად იოლად აღსაქმელია. მონაწილეებს შეუძლიათ, სიმულაციურად გაეცნონ ავტომობილის ამა თუ იმ აგრეგატის დანიშნულებასა და მუშაობის პრინციპს. პლატფორმა ახალ, გამარტივებულ შესაძლებლობებს აჩენს საავტომობილო სფეროში დასაქმებული პირებისთვის: მექანიკოსებისთვის, ავტოასისტენტებისთვის, გაყიდვების კონსულტანტებისთვის, მძღოლებისთვის და სხვა. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)