|
2024-03-20 21:07:02, 568 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - თქვენი პოლიცია იყო სადამსჯელო რაზმი სადისტების
თქვენი პოლიცია იყო სადამსჯელო რაზმი სადისტების. ჩვენი ხელისუფლების დროინდელი პოლიცია განსხვავდება ჰაბიტუსით, ქცევით ადამიანობით, ქართველობით, განწყობით და დამოკიდებულებით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" მუდამ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. „ხალხმა, რომელმაც გააღატაკა ქვეყანა, გაყვლიფა, დღემდე აფინანსებს მოპარული ფულით რაღაც აქტივობებს, ეს ხალხი გველაპარაკება სიღარიბეზე. ჩვენ ჩვენი მომავალი თაობების წინაშე უნდა ვიყოთ მართლები და მათ წინაშე, ვინც ამ ქვეყნის მომავალს წარმოადგენს. ამას ემსახურება ვახტანგ გომელაური, ამას ემსახურება დღევანდელი მთავრობა, რომელმაც რა პრიორიტეტებიც დასახა, ყველაფერს დაარტყეს. ყველა წარმატებას უნდა დაარტყან და უღალატონ საკუთარ სამშობლოს. ეს არის მათი ნიშა და ჩვენ ამ დღის წესრიგს უნდა ვუპასუხოთ. ახალგაზრდებს უნდა ვუთხრათ, რომ ასეთი მატყუარა ხალხი ხელისუფლებაში არ უნდა მიუშვა არასდროს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)