|
2024-03-20 17:58:44, 632 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ენჯეოებისგან“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, გვესმის, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა
ჩვენ გვესმის "ენჯეოებისგან", რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ზუსტად ამ ნარატივს ატარებენ, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა. შეგახსენებთ "საერთაშორისო გამჭვირვალობას", "დროას", რომელიც თავის იდენტობაში ვერ ჩამოყალიბდა და ხან პარტიაა, ხან არასამთავრობო ორგანიზაცია და სხვადასხვა ასეთ ორგანიზაციებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, "არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ეს დეზინფორმაციული კამპანია არ უმხელია, ვინაიდან მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით არიან დაკავებულები". "არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან მილიონების დაფინანსებას იღებს იმისთვის, რომ ამხილოს დეზინფორმაცია, ეს სამარცხვინო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ არ უმხელია. ყველა დაკავებულია მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით, რომელიც ამ NGO-ებს აქვთ. ბოლოს მივედით იქამდე, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის წევრი, რომელიც საქართველოს ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს, სამარცხვინო დეზინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებით. ყველაფერი გასაგებია, პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ როცა თქვენს სამშობლოს აბრალებთ რაღაცებს, მგონია, რომ ყოველგვარ ზღვარს ცდება",- განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)