00:02 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-18 17:32:48, 729 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად მიუღებელი და უკანონოა

ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, რუსეთის ფედერაციის უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.

"ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.

დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე",- ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას აღნიშნული საკითხი  დააყენა და კიდევ ერთხელ დაგმო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics