11:18 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-17 11:18:27, 889 ნახვა

მსოფლიო
ბელგოროდის დილის დაბომბვის შედეგად 16 წლის გოგონა დაიღუპა

ბელგოროდის დილის დაბომბვის შედეგად 16 წლის გოგონა დაიღუპა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

„ჭურვის დაცემის შედეგად კერძო საცხოვრებელ სახლს, რომელშიც გოგონა იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. [...] შემთხვევის ადგილზე ველაპარაკე მამას - მამა შოკშია და ასევე დაშავდა, მას აქვს თავის დახურული დაზიანება, სხეულის დამწვრობა და მოწამვლა ნახშირბადის მონოქსიდით. ის სასწრაფო დახმარების მანქანით ბელგოროდის მე-2 საქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს გუბერნატორი ტელეგრამის არხში.

მთლიანობაში, გლადკოვის თქმით, ბელგოროდში, დაბომბვის შედეგად, ხანძარი გაჩნდა ორ კერძო საცხოვრებელ კორპუსში, ჩამტვრია რამდენიმე ბინა და კერძო სახლები. რვა ავტომობილის დაზიანება დაფიქსირდა.

რუსეთში კვირას ღამეს 8 რეგიონი დაიბობმა, უკრაინული წყაროების ცნობით, ყველა გაშვებული საბრძოლო დრონი მიზანს მოხვდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვის, ბელგოროდის, კალუგის, ორიოლის, როსტოვის, იაროსლავის, კრასნოდარის და კურსკის ოლქების ტერიტორიებზე გაანადგურა 35 საბრძოლო დრონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics