|
2024-03-14 14:46:01, 566 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ძალიან გამიჭირდება შევაფასო, თუ რას იზამს სალომე ზურაბიშვილი ხვალ და ზეგ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "მისთვის სრულებით გაუგებარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, გაუჭირდება საუბარი, თუ რას გაააკეთებს ის მომავალში". ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ხალხის ძალის“ იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეაწყალებინებს, ისინი არჩევნებს აღარ დაელოდებიან და აგვისტოს ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. „გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. შესაბამისად, შევაფასო, თუ რას იზამს ის ხვალ და ზეგ, ძალიან გამიჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, თბილისის მერის შეფასებით, ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და კარგი იქნება, თუ ყველა მათგანს პასუხი გაეცემა, თუმცა, ამ ეტაპზე პრიორიტეტი მომავალი არჩევნებისთვის მზადებაა. „რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას და აგვისტოს ომის საკითხს, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, თუნდაც მიღებული რეზოლუციები, ის მოვლენები, რომელიც აგვისტოში ხდებოდა. ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით და კარგი იქნებოდა, რომ სიცხადე შემოვიდეს, ყველამ ყველაფერი იცოდეს, თუმცა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩვენს ქვეყანაში და ყველა ამისთვის ვემზადებით. ვნახოთ, არჩევნების შემდეგ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამის გაკეთება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)