|
2024-03-13 22:13:56, 608 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაში მოსვლის დროს სიღარიბე 34% იყო
არსებობს უტყუარი მონაცემები და იქიდან განისაზღვრება სიღარიბეც და ყველაფერი. სიღარიბე საქართველოში განახევრდა. თხუთმეტი პროცენტი ამოვიდა სიღარიბიდან, რაც არის კარგი, მაგრამ თხუთმეტი პროცენტი რომ დარჩა არის ცუდი. მაგრამ ამ ცუდს გამოსწორების დინამიკა და საშუალება აქვს იმიტომ, რომ მივდივართ სწორ გზაზე. ჩვენ შევძელით და ნაცებმა ვერ შეძლეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არსებული სიღარიბის მაჩვენებელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ოთხი პროცენტით მოხდა სიღარიბის დაძლევა. „ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ მათი მმართველობაში მოსვლის დროს სიღარიბე იყო 34% და ეკონომიკური ბუმი რომ იყო მსოფლიოში, ეკონომიკური ორნიშნა ზრდით რომ ტრაბახობდნენ, ამის მიუხედავად ბოლო წელს 4%-ით ჩამოწიეს, ისიც რაღაც მანიპულაციებით. ოთხი პროცენტი იყო მათი სიღარიბის დაძლევა მთელი ცხრა წლიანი პერიოდის განმავლობაში“, - აღნიშნა მდინარაძემ. მდინარაძე ასევე, ინფლაციის მაჩვენებელს შეეხო და აღნიშნა, რომ ორი დიდი კრიზისის, ორი ომის და პანდემიის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მოახერხა 4,6 ნიშნულის შენარჩუნება. „ინფლაცია, უხეშად რომ გაყო, 8,4 გამოვიდა მათი დროინდელი წელიწადში, 6 ჩვენი დროინდელი. მაგრამ კლასიკურად და მეცნიერულ დონეზე, სწორად როგორც სტატისტიკა და მსოფლიო ბანკი ითვლის, რეალურად 6,6 ჰქონდა წლიური საშუალოდ ნაცებს, ვინც აქეთ გვამუნათებს და 4,6 აქვს საშუალოდ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ამ ნიშნულის, 4,6-ის შენარჩუნება როდის მოვახერხეთ იცით? -2 დიდი კრიზისი, 2 ომი რეგიონში, ამხელა პანდემია და ეკონომიკური წინსვლით ვიყავით ერთ-ერთი მოწინავეები რეგიონში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)