|
2024-03-12 17:37:00, 918 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი კალაძეზე - ცხვირს ჰყოფს ყველგან იმიტომ, რომ ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია
თბილისის მერს, კახა კალაძეს არ უნდა ეცალოს, საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს, ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ჰყოფს ყველგან იმიტომ, რომ ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "როგორ შეიძლება, არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ეხება". "თბილისის მერს, კახა კალაძეს არ უნდა ეცალოს, საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს, ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ჰყოფს ყველგან იმიტომ, რომ ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია. როგორ შეიძლება, არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ეხება და აწუხებს? წლების შედარება არ მოსწონთ, თურმე და როცა უნდათ, 2005-2006 წლებში ჩადიან. გვიპასუხეთ, 2024 წელს, პორტამდე მოსული საწვავი 1.65 ლარი რომ ღირს, პორტიდან 200 მეტრში 3.2 ლარი რატომ ღირს? უთხარით ხალხს სიმართლე! 1.65 ლარი არ არის ის ფასი, რაც პორტამდეა? და ამ 1 ლარს და 50 თეთრს ვინ და რაში ამატებს?"- აცხადებს ხაბეიშვილი. ცნობისთვის, დღეს, 12 მარტს თბილისის მერი კახა კალაძე ფასების ზრდასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილი "პერფორმანსით არის დაკავებული".
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)