|
2024-03-09 18:04:04, 815 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე მაია კოპალეიშვილზე-როდესაც ის გვევლინება ნაცების კიდევ ერთი შტოს, გვარამიას გამოგონილი პარტიის წევრად, ესეც ერთი მტკიცებულებაა, რომ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ასევე ნაცი გახლდათ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენდა, შეუერთდა ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს, რომელიც „ახლის“ სახელითაა ცნობილი. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს არის იმის დადასტურება, რომ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი გახლდათ „ნაცი“, რაც თავად მაია კოპალეიშვილმა დაადასტურა იმით, რომ შეუერთდა ვირტუალურ გუნდს, რომელიც შექმნა ნიკა გვარამიამ. „ძალიან ბევრი მტკიცებულება იდება ყოველდღიურად იმასთან დაკავშირებით, რატომ არის სალომე ზურაბიშვილი ერთი რიგითი ნაცი. სალომე ზურაბიშვილმა გადაინაცვლა რიგითი რადიკალური ნაცების რიგებში, იმ რამდენიმე ადამიანის რიგებშიც კი, რომლებიც არ ერიდებიან პატრიარქზე თავდასხმას. მან ესეც მოახერხა, პატრიარქზე და ქართულ ეკლესიაზე პირდაპირ შტურმი მიიტანა რამდენიმე დღის წინ. როდესაც მისი წარმომადგენელი გვევლინება ნაცების კიდევ ერთი შტოს, გვარამიას გამოგონილი პარტიის ერთ-ერთ ლიდერად თუ წევრად, ესეც ერთი მტკიცებულებაა, რომ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ასევე ნაცი გახლდათ მათი მხარდამჭერი და ეს თავადვე დაამტკიცა იმით, რომ შეუერთდა ვირტუალურ გუნდს, რომელი გუნდიც შექმნა ნიკა გვარამიამ, ასევე ერთ-ერთმა რიგითმა ნაცმა“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)