|
2024-03-08 13:14:09, 854 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი - გვინდა ნულოვანი სიღარიბის მაჩვენებელი, ამ მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, თუმცა ფასებით მანიპულირება ნათელაშვილის და ენმ-ის გარდა არავის შეუძლია
ის სიგიჟე, რომ პარტიის თავმჯდომარე ბაზრებში დადის, იქაც გაბერილ ფასებს ამბობს და მერე ადარებს 2012 წლის ფასს, ეს არის სრული არაადეკვატურობა,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი პროდუქტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს. დავითულიანის თქმით, ეკონომიკა იზრდება, რაზეც საერთაშორისო კვლევები მეტყველებს. „შეუძლებელია, ათი და თხუთმეტი წლის წინ ყოფილიყო მეტი ფასი და ახლა რამეს დაეკლო. ეკონომიკა ვითარდება, ფასები იზრდება, იზრდება ანაზღაურებაც. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ამაზე მეტყველებს ყველა საერთაშორისო კვლევა, რომ საქართველოში ცხოვრების დონე, პირობები იზრდება. თუ მკითხავთ, დამაკმაყოფილებელია? - არა, რა თქმა უნდა. ჩვენ გვინდა მეტი, გვინდა ნულოვანი სიღარიბის მაჩვენებელი და გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ცხოვრობდნენ კეთილდღეობის პირობებში. ამ მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, თუმცა ფასებით მანიპულირება და უმდარესი პოპულიზმი, შალვა ნათელაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არავის შეუძლია“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)