15:39 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 16:46:26, 963 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - არ ვაღიარებთ რომის სტატუტს და ჰააგის გუშინდელი გადაწყვეტილების მიმართაც შესაბამისი დამოკიდებულება გვაქვს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ჰააგის სასამართლოს მიერ ორი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების ორდერის გაცემას გამოეხმაურა.

როგორც პესკოვი აღნიშნავს, რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების მიმართ „შესაბამისი დამოკიდებულება აქვს".

„ჩვენ არ ვართ რომის სტატუტის მონაწილეები, ჩვენ არ ვაღიარებით მას. შესაბამისი დამოკიდებულება გვაქვს ასეთი გადაწყვეტილებების მიმართ“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის მეთაურზე, სერგეი კობილაშზე და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ სოკოლოვზე გასცა.

სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ "არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს პასუხისმგებლობა ეკისრება მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალების მიერ უკრაინის ელექტრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics