|
2024-03-04 14:57:32, 1176 ნახვა
ეკონომიკა
„ყიდულობ ნივთებს იმიტომ, რომ გგავს” ანდრო დგებუაძე Autogallery-ს კამპანიას შეუერთდა
„თეგეტა ქარსში“ შემავალმა კომპანია Autogallery-მ ახალი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის თვითგამოხატვის დამატებითი შესაძლებლობის შექმნაა. ანდრო დგებუაძე Autogallery-ს ახალ კამპანიას შეუერთდა და მის ფარგლებში Facebook და Instagram გვერდების საშუალებით, მსმენელს თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე, საშუალებებსა და იდეაზე ესაუბრება. ანდრო დგებუაძე: „როდესაც მოგინდება, რომ გამოხატო შენი თავი, მერე ხვდები, რომ თვალი გაგირბის იმისკენ, რაც შენ გგავს! ეს არის ამ კამპანიის მიზანიც, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ თვითგამოხატვა ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა. Საკუთარი თავის გამოხატვას კი ყველა სხვადასხვა გზით ცდილობს. Სწორედ ამისთვის ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც ჩვენ გვგავს, ვმეგობრობთ ადამიანებთან, რომლებიც გვგვანან და ვუკავშირებთ თავს ყველაფერს, რაც გვგავს”. ლევან თაღიაშვილი, Autogallery-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი: „ახალი კამპანიით გვინდოდა, ადამიანებისთვის შეგვეხსენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითგამოხატვა. ამ მისიის შესრულებაში კი ანდრო დგებუაძე დაგვეხმარა. თვიგამოხატვისთვის ადამიანები განსხვავებულ ფორმებს ირჩევენ. საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენის საშუალებაა ავტომობილიც. სწორედ ამიტომ, თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე საუბარი ჩვენი ბრენდის სტრატეგიის ნაწილად ვაქციეთ. გვსურს, ჩვენს მომხმარებელთან ემოციური კავშირი გავაჩინოთ. Autogallery-ს კამპანიას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალურ ქსელებში მილიონამდე ნახვა დააგროვა, ამიტომ გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ მომხმარებელთან კომუნიკაცია, სხვადასხვა ფორმით“. ანდრო დგებუაძე ამბობს, რომ თვითგამოხატვის ინსტრუმენეტებს შორის არის ავტომობილი, რადგან ადამიანს საუკეთესოდ სწორედ არჩევანი წარმოაჩენს. „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Autogallery უკვე წლებია, რაც მომხმარებელს ელექტრომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ელექტრომობილების პოპულარიზაცია და მომხმარებლებში მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. Autogallery-ს ახალი კამპანია თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა. მომხმარებელი თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე ანდრო დგებუაძის მოსმენას კომპანიის Facebook და Instagram გვერდებზე შეძლებს. სამომავლოდ კი Autogallery აღნიშნული თემის კიდევ უფრო ფართოდ გაშლას გეგმავს, მათ შორის მასშტაბურ ღონისძიებებსა და მრგვალ მაგიდასთან დისკუსიასაც აანონსებს.
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)