17:51 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 17:31:07, 1035 ნახვა

მსოფლიო
ბერბოკი - ისრაელის არმიამ ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევაზე განმარტება უნდა გააკეთოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ისრაელის არმიამ განმარტება უნდა გააკეთოს ღაზას სექტორში, ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ბერბოკი აღნიშნავს, მომხდარის გამო გაოგნებულია.

„ისრაელის არმიამ სრულად უნდა ახსნას, რატომ მოხდა მასიური პანიკა და სროლა“, - წერს ბერბოკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics