05:00 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 15:00:18, 752 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - კობახიძემ ყველაზე უკეთ იცის, მთავრობასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

პრემიერ-მინისტრმა თავად ისაუბრა საკადრო ცვლილებების თემაზე, მან ვრცლად გააკეთა განმარტებები და მე ბევრს ვერაფერს დავამატებ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას, რომელიც მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ეხებოდა.  

კალაძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ყველაზე უკეთ იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით".

„ირაკლი კობახიძე არის მთავრობის ხელმძღვანელი და ის იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა და როგორ გააკეთოს. მგონი, ყველა მინისტრი ადგილზეა და განაგრძობს მუშაობას. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ამ გადაწყვეტილების შესახებ. შესაბამისად, კითხვები ამოწურულია. პრემიერ-მინისტრს უშუალო შეხება აქვს მთავრობის მუშაობასთან, მინისტრების კომპეტენციასთან, მათ მუშაობასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მან ყველაზე უკეთ იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics