22:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 17:53:37, 1301 ნახვა

რეგიონი
კასპის მერი, მაჟორიტარ დეპუტატთან და პარლამენტის წევრთან ერთად ახალგაზრდებს შეხვდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი სოსიაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად კასპელ ახალგაზრდებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, შეხვედრა კასპის პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა არსებულ გამოწვევებზე, ახალ იდეებსა და ამ იდეების განხორციელების გზებზე ისაუბრეს.

„შეკრებილებმა მათთვის საინტერესო ინიციატივებიც გააჟღერეს, რაც მუნიციპალიტეტში მეტი სპორტული და ახალგაზრდული სივრცის, დებატების კლუბისა და ბიბლიოთეკის მოწყობას გულისხმობს.

ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს ვახტანგ მაისურაძემ და პარლამენტის წევრებმა უპასუხეს და სამომავლო გეგმებიც გააცნეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც მოეწყობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics