08:05 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-23 14:31:49, 714 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება

მთავრობაში არავითარი ცვლილებები არ იგეგმება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა სამთავრობო ცვლილებებთან და კონკრეტულად, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, მსგავსი ტიპის თემებზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს. 

"არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. ბატონი ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა მან საქართველოს ინტერესები ამ [ბრიუსელში] ვიზიტის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მას მადლობა გადავუხადო. კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ არავითარი ცვლილებები მთავრობაში, პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება. გეგმაში ასეთი რამ არ არის და ერთ წელიწადში, ორში თუ სამში რამე ცვლილება მოხდება, არ არის მარტო ჩვენზე დამოკიდებული. არავითარი კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ წარმოებს. ეს არის ის, რაც ძალიან მკიაფიოდ შემიძლია გითხრათ",- თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics