|
2024-02-18 20:02:47, 612 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ჩვენთვის EU-ის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია, არჩევანი არ გვაქვს
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის ეგზისტენციალური საკითხია ევროკავშირის გაფართოება. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. "ვიზიარებ იმას, რომ ცვლილებების პერიოდი დგას და ფეხი უნდა ავუწყოთ ამ პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხი გახლავთ. ეს არ არის პროცედურული საკითხი, ეს არ არის იმაზე, ჩვენ მოგვწონს, თუ არ მოგვწონს. არჩევანი არ გვაქვს", - ამბობს პრეზიდენტი. ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა ერთად დაამარცხონ რუსეთიდან მომდინარე საფრთხე. "თუ შევხედავთ გლობალურ სურათს, ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთი არამხოლოდ იპყრობს ქვეყნებს, ემუქრება ჩვენს ქვეყნებს კიბერთავდასხმით, ჰიბრიდული ომით, არამედ კოსმოსურ ომში სურს ჩართვა, რომელიც ჩვენი ქვეყნების კომუნიკაციას და ლოჯისტიკას დაემუქრება. ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს კრეატიულობის ბიძგი, რომელიც მოგვცემს საშუალებას მოვაგვაროთ ეს საკითხები და ჩვენ შეგვიძლია, დავაჩქაროთ რეფორმები [საქართველოში], მაგრამ არაფერი არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად არ გაგვაჩნია სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ ვიყოთ ერთად - გაერთიანებულები, უფრო დემოკრატიულები და დავუპირისპირდეთ ავტოკრატიის ალიანსს, ტერორიზმს, კიბერთავდასხმებს - ყველა საფრთხეს, რომელიც ერთი მიმართულებიდან მომდინარეობს", - თქვა ზურაბიშვილმა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და დღეს დამთავრდება. მასში მონაწილეობას დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური იღებს.
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)