10:36 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 11:45:27, 672 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომლებიც გადაეცემა ზურაბიშვილს - ეს არის სააკაშვილის თავისუფლებისთვის ძალიან დიდი ნაბიჯი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, შეგროვებული ხელმოწერები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გადაეცემა.

"სულ მალე, ქვეყნის უახლეს ისტორიაში დადგება უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როცა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი სინათლესა და სიბნელეს შორის. მაშინ, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ქართულ პოლიტიკას; მაშინ, როცა ქართველ ხალხთან ერთად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას, დასრულდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობა - ვფიქრობ, რომ დროა, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება - გაათავისუფლოს  პოლიტიკური პატიმრობიდან მიხელ სააკაშვილი. როდესაც მან ყველაზე კარგად იცის, თუ ვის ემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა - მხოლოდ მტრის ინტერესებს და ეს არის ერის ღირსების შელახვა.

დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერი ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მივმართავ ქართველ ხალხს, ყველანი ჩავერთოთ, რადგანაც დღეს თითოეული ჩვენგანი ქმნის შესაძლებლობას, გადაიდგას რეალური ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.

პირველ მარტს, დღის სამ საათზე, ჩვენ ერთად უნდა გადავცეთ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეგროვებული ხელმოწერები. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის! ენმ-ის რაიონული ორგანიზაციები აქტიურად იქნებიან ჩართულები და დაგეხმარებიან  კოორდინაციაში",- თქვა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics